სასპორტო სკოლა – ახალ შენობაში
By

სასპორტო სკოლა – ახალ შენობაში

ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომში ექსპლუატაციაში შევიდა სასპორტო სკოლის ახალი შენობ, რომელმაც უკვე რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა. ამ დღეეში კი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბ შავაძის და ზაურ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური პირველობა გაიმართა.

ტურნირში მუნიციპალიტეტის 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. დაძაბული და საინტერესო ასპარეზობების შემდეგ, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები მიიღეს.

ტურნირს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართეს, გამარჯვებულებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

– სპორტის სფეროს მხარდაჭერა და განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რასაც ხულოელი სპორტსმენების მიერ ბოლო წლებში მოპოვებული შედეგებიც ცხადყოფს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რათა ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, – თქვა ვახტანგ ბერიძემ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • დეკემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *