19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
სასმელი წყალი აღარ მოაკლდებათ
By

სასმელი წყალი აღარ მოაკლდებათ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. წელს ამ მიზნით 1,1 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე სოფელ ახოში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.
სოფელ ახოში მაგისტრალური მილსადენისა და რკინა-ბეტონის წყლის გამანაწილებელი რეზერვუარის მოწყობა სამ ტერიტორიაზე: ნაჭვავრის, ბაზალეთისა და ზერვენახის უბნებში მიმდინარეობს.
ასევე, აქტიურად გრძელდება სოფელ ოქტომბრის, კვაშტის და ზენდიდის წყლის სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენებისა და რკინა -ბეტონის გამანაწილებელი რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები.
დაგეგმილია სოფელ აგარის წყლის სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და რკინა-ბეტონის გამანაწილებელი რეზერვუარის გაკეთება.
მიმდინარე სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *