19 C ბათუმი
Monday 7th July 2025
სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი ევროპის ჩემპიონია
By

სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი ევროპის ჩემპიონია

რევაზ ლაღიძის სახელობის ბათუმის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი დანიის ქალაქ ორჰუსში იმყოფება, სადაც ევროპის მეექვსე საერთაშორისო საგუნდო კონკურსში მონაწილეობდა. ამ ქალაქს დანიის კულტურის დედაქალაქსაც უწოდებენ.

კონკურსში 38 ქვეყნის 130 გუნდი მონაწილეობდა. ინტერნეტით სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა – ბავშვთა გუნდის კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული და ორი ოქროს მედალი სწორედ ბათუმელებმა მოიპოვეს.

– სიტყვები ვერ აღწერს იმ ემოციას, რაც ვიგრძენი – ჩვენი გუნდის გოგონები ევროპის ჩემპიონები გახდნენ – ორი ოქრო და ბავშვთა კატეგორიის გამარჯვებული. მადლობა ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა, – წერს გუნდის ქორმაისტერი მაგდა მათითაიშვილი (სამუსიკო სკოლის დირექტორია ნატალია ორაგველიძე, კონცერტმაისტერი – სალომე სურმანიძე).

გუნდი სამშობლოში 8 ივლისს დაბრუნდება.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ივლისი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *