By
სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.