
By
სამი ოქრო და ოთხი ბრინჯაო
იტალიის ქალაქ კაორლეში დასრულებულ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონები ალექსანდრე რუსიტაშვილი, ანრი ფუტკარაძე და ლუკა კოჩალიძე გახდნენ. ბრინჯაოს მედლები ვახტანგ ლოლუამ, ანრი ხოზრევანიძემ, კობა ქარუმიძემ და საბა ფურცელაძემ დაისაკუთრეს.
აღასანიშნავია, რომ ანრი ხოზრევანიძემ ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში მოწინააღმდეგე ანგარიშით 8:0 დაამარცხა.
ამ შედეგით ჩვენმა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
მანანა ძიძიშვილი