19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
სალიბაურში მცხოვრები 60 -მდე ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს
By

სალიბაურში მცხოვრები 60 -მდე ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს

ხატია იაშვილი 555 18 48 88 –

„აქ თითქმის 60-მდე ოჯახი ცხოვრობს. არჩევნებამდე დაგვპირდნენ, რომ მოგვცემდნენ დაკანონების უფლებას. გარკვეული საბუთებიც მოგვთხოვეს ამისთვის, მაგრამ მერე ეს არ გახდა შესაძლებელი. აქ ცხოვრება შეუძლებელია, ყოველდღე საფრთხის ქვეშ ვართ. ვითხოვთ, რომ შეამოწმონ, რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ, რამდენად ვარგისია საცხოვრებლად ეს ფართები, გაგვასახლონ აქედან და მოგვცენ სხვა საცხოვრებელი ფართები“, – აცხადებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ყოფილი ჩაის ქარხნის შენობაში მცხოვრები ია ბაჯაძე.

შეგახსენებთ, რომ ოჯახები რომლებიც დღეს აქციას სოფელ სალიბაურში მართავდნენ, რვა წლის წინ, ყოფილი ჩაის ქარხნის შენობაში თვითნებურად შესახლდნენ. ისინი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვენ. მათივე თქმით, შენობა საცხოვრებლად უვარგისია, რადგან ამორტიზებულია და მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან.

აქციის მსვლელობისას დაანონსდა, რომ თუ 10 დღის განმავლობაში ვერ მიიღებენ პასუხს მთავრობიდან მათ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ისინი ბათუმში, მთავრობის სახლთან გადმოინაცვლებენ და პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

  • No Comments
  • იანვარი 30, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *