19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
სავალალო შემთხვევა – ბათუმის მე-8 საჯარო სკოლასთან
By

სავალალო შემთხვევა – ბათუმის მე-8 საჯარო სკოლასთან

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის მერვე საჯარო სკოლის ეზოს შესასვლელთან. როგორც თვითმხილველმა გვითხრა, ქალბატონს, რომელიც მეუღლესთან ერთად, სავარაუდოდ, შვილის სკოლიდან გამოსაყვანად ეზოში შედიოდა, ქვის მესრის მოზრდილი ფრაგმენტი თავზე დაეცა. საჭირო გახდა სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, რომლის სამსახურმა დაზარალებული სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანა. საგულისხმოა, რომ სკოლის ეზოს მესერი მორთულია დიდი ქვის თასებით, რომელთა ნაწილი დაბზარულია და სავსებით მოსალოდნელია ასეთი შემთხვევა განმეორდეს, მით უფრო, რომ ბავშვები ხშირად ადიან მესერზე. იმედია, სკოლის ხელმძღვანელობა დროულად მიიღებს ზომებს.

  • No Comments
  • მაისი 27, 2024

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *