საერთაშორისო ტურნირი ქართულ ჭიდაობაში
By

საერთაშორისო ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

28-30 ნოემბერს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს ქართულ ჭიდაობაში.

ტურნირში საქართველოს გარდა  ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის სპორტსმენები მონაწილეობენ. შეჯიბრება ექვს წონით კატეგორიაში გაიმართება.

ტურნირზე  220-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა.

ღონისძიება ოფიციალურად ხვალ, 29 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიხსნება.

 

მანანა ძიძიშვილი

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *