19 C ბათუმი
Thursday 10th July 2025
საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
By

საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

19 წლის საბა ჯიქია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო და ჯიქიას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო. მისივე განმარტებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ პირი, რომელმაც პოლიციელს ფეხი ჩაარტყა, საბა ჯიქია იყო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი პირების უკმაყოფილება მოჰყვა. ბრალდებულმა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის მხნედ იყო.

 

ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ გდდ-ს თანამშრომელს წიხლი ჩაარტყა.

  • No Comments
  • ივლისი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *