19 C ბათუმი
Wednesday 16th July 2025
რუსეთის სახელმწიფო დუმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს ამკაცრებს
By

რუსეთის სახელმწიფო დუმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს ამკაცრებს

 

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც „უცხოური აგენტების“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საშუალებას პირველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ იძლევა და არა ერთი წლის განმავლობაში ორი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, როგორც ეს კანონით ამჟამად არის დადგენილი.

მედიის ინფორმაციით, ინიციატივას მხარი დაუჭირა სახელმწიფო დუმის 342-მა დეპუტატმა, მის წინააღმდეგ კი ხმა მხოლოდ ერთმა პარლამენტარმა მისცა.

ცვლილებები ეხება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლს „უცხოელი აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისგან თავის არიდების“ შესახებ. სამართალდამრღვევებს, შესაძლოა, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.

 

  • No Comments
  • ივლისი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *