19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
რომელმა 11-მა ქვეყანამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური და სამუშაო პასპორტის მფლობელებისთვის?
By

რომელმა 11-მა ქვეყანამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური და სამუშაო პასპორტის მფლობელებისთვის?

ქართული დიპლომატიური და სამუშაო პასპორტის მფლობელებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში შესასვლელად ვიზის აღებაა საჭირო. შეზღუდვების ამოქმედებაზე ინფორმაცია დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა და აღნიშნული ქვეყნები საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.
„ევროკომისიის რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც აჰყვა ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს“, – თქვა პაპუაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები ამოქმედდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში: რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით შვედეთი აგვისტოდან აამოქმედებს აღნიშნულ შეზღუდვას.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *