19 C ბათუმი
Thursday 10th July 2025
რა თქვა ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელზე?
By

რა თქვა ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელზე?

ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობლის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა „შეასრულა კონკრეტული დაკვეთა, მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში“.

ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელის თემაზე ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ამაღლობელის შემთხვევა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განზრახული ჰქონდათ საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება.

„ძალიან კარგად იციან, რომ ძალოვანი სტრუქტურები თუ დაკნინდება, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო“ – თქვა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამ კუთხით მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა „ეს არ გავა, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“.

ცნობისთვის, პროკურატურა მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ედავება. მზია ამაღლობელი თითქმის 6 თვეა პატიმრობაშია და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • No Comments
  • ივლისი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *