19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
რამადან ბაირამი – ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში
By

რამადან ბაირამი – ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში

ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –

ბათუმში მუსლიმებმა რამადან ბაირამი აღნიშნეს. მორწმუნეები 30-დღიანი მარხვის შემდეგ ზეიმობენ.

სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ შეასრულა.

-ერთთვიანი მარხვის შემდეგ ბაირამი არის სულიერი ამაღლებისა და ვნებებზე გამარჯვების დღესასწაული. ყველა მორწმუნეს ვულოცავ ამ უდიდეს ზეიმს. ვლოცულობთ ქვეყნისთვის, მსოფლიოში მშვიდობისთვის, იმისთვის, რომ მალე გავიმარჯვოთ პანდემიაზე, – განაცხადა ადამ შანთაძემ.

დღესასწაული მორწმუნეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა. ის ცენტრალურ მეჩეთში მინისტრებთან ერთად მივიდა.

-ვულოცავ ყველა მუსლიმს დღევანდელ დღეს, ვუსურვებ მათ, მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს მშვიდობასა და კეთილდღეობას, – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

  • No Comments
  • მაისი 13, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *