პუტინი: უკრაინელებმა ბრძოლა ამჯობინეს
By

პუტინი: უკრაინელებმა ბრძოლა ამჯობინეს

რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში ვიზიტამდე INDIA TODEY-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ყველაფერი ამისკენ მიდის. ჩვენ ამ ტერიტორიებს ან სამხედრო ძალის გამოყენებით გავათავისუფლებთ, ან უკრაინული ჯარები ამ ტერიტორიებს დატოვებენ და იქ ბრძოლას შეწყვეტენ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე, მისი თქმით, „რუსეთმა უკრაინას დონბასიდან ჯარების გაყვანა შესთავაზა, თუმცა კიევი ბრძოლას ამჯობინებს“.

„ჩვენ მაშინვე ვუთხარით უკრაინასა და უკრაინელ ჯარისკაცებს: ხალხს თქვენთან ცხოვრება არ სურს, მათ რეფერენდუმი ჩაატარეს და ხმა დამოუკიდებლობას მისცეს. გაიყვანეთ თქვენი ჯარები და არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ იქნება. მაგრამ არა, უკრაინელებმა ბრძოლა ამჯობინეს“, – აღნიშნა პუტინმა.

  • No Comments
  • დეკემბერი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *