პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხელვაჩაურში ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავა
By

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხელვაჩაურში ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ი.კ. და 2005 წელს დაბადებული ი.ვ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 100 შეკვრად დაფასოებული ნახევარ კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • დეკემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *