პოეტი – სკოლაში
By

პოეტი – სკოლაში

მიხეილ გელაძე ხულოს რაიონის სოფელ დანისპარაულშია დაბადებული. კვალიფიციური განათლების მიღების შემდეგ, მთას დაუბრუნდა და წლების განმავლობაში უცხო ენის მასწავლებლად მუშაობდა. ამჟამად ბათუმში ცხოვრობს. პედაგოგიურ საქმიანობას იგი ლექსების წერასაც უხამებდა. უკვე პოეტური კრებულების ავტორია. მიხეილი ლექსებით ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ყურადღების გარეშე არ ტოვებს ცალკეული პიროვნებების დამსახურებას, განსაკუთრებით მათ წარმოაჩენს, ვინც აჭარის მთიანეთში საქმიანობს.

მიხეილის თაობის პედაგოგები ისევ აგრძელებენ  პროფესიულ საქმიანობას დიოკნისის საჯარო სკოლაში. სწორედ სკოლის დირექტორ რევაზ ძირკვაძისა და ყოფილი კოლეგების ინიციატივით მოეწყო შეხვედრა პროექტთან.

–   დიოკნისის  საჯარო სკოლის  პედაგოგებთან შეხვედრა არ დამავიწყდება. ულამაზესი, თბილი  გარემო დამხვდა.  მადლობა  სკოლის  დირექტორ ბატონ  რევაზ  ძირკვაძეს,  თითოეულ  მასწავლებელს  გულთბილი  და საინტერესო შეხვედრისთვის.  წარმატებებს ვუსურვებ  მათ  პროფესიულ საქმიანობაში, – გვითხრა მიხეილ გელაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • დეკემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *