By
პირველი წარმატება
ტბეთელი (ლომსიანეთი) თამარ ბერიძისა და თემურ სვანიძის ოჯახში 3 შვილი იზრდება, ლუკა მათგან პირველია. იგი ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. სწავლასთან ერთად, სპორტითაცაა დაკავებული – 3 წელია მწვრთნელი ზურა კეკელიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ავარჯიშებს. 13 წლის ჭაბუკმა მწვრთნელი და გულშემატკივრები პირველი წარმატებით გაახარა.
ლუკა სვანიძემ ლატვიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 36 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაჯაბნა და ოქროს მედალს დაეუფლა.

– ლუკა ბეჯითი მოსწავლეა, ამასთან, კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს. იგი მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლის საჭიდაო დარბაზში ვარჯიშობს. პირველი წარმატება სახეზეა. მწვრთნელები მას კარგ მომავალს ვუწინასწარმეტყველებთ. მჯერა, რომ გაამართლებს,- გვითხრა ზურა კეკელიძემ.
ცოტნე ცაბაძე