19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
პენიტენციურ დაწესებულებებში, შემოწმების მიზნით, პატიმრების სრულად გაშიშვლება აიკრძალა
By

პენიტენციურ დაწესებულებებში, შემოწმების მიზნით, პატიმრების სრულად გაშიშვლება აიკრძალა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა, სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე.
„საგულისხმოა, რომ საპარლამენტო ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით უზრუნველეყო სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ იყო შესრულებული.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემდეგ, 2025 წლის 11 ივნისის წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 ივნისის ბრძანებებით, ცვლილებები განხორციელდა № 1851 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ დებულებებში და ამჟამინდელი მოწესრიგებით სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაზიარებული იქნა სახალხო დამცველის აღნიშნული მოთხოვნა, სრული შემოწმების მიზნით პატიმრის სხეულის მთლიანად გაშიშვლების პრაქტიკის გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით“, – აცხადებენ სახალხო დმცველის აპარატში.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *