19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
პედაგოგებს, შესაძლოა, ხელფასები 500 ლარით  გაეზარდოთ
By

პედაგოგებს, შესაძლოა, ხელფასები 500 ლარით  გაეზარდოთ

საქართველოს განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარის განცხადებით, მასწავლებლებისთვის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით განახლებული ხედვების და რეფორმების პრეზენტაცია, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სამინისტროს არ სურს, რომ ხელფასების ცვლილების გადაწყვეტილება მასწავლებლებთან კომუნიკაციის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს.
„ძალიან მალე, ვფიქრობ, დეკემბრის შუა რიცხვებში, ზოგადი განათლების მიმართულებით, იმ განახლებული ხედვების და რეფორმების პრეზენტაცია გვექნება, რომელიც ახლა სამინისტროში მუშავდება. უშუალოდ მასწავლებლებთან პირად შეხვედრებსა და კომუნიკაციაში ახლა ვარ ჩართული – რას ფიქრობენ ისინი და როგორ აჯობებს მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მასთან დაკავშირებული სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა. სწორედ ამ მიზნით, ამ კვირაში რეგიონებში მაქვს გასვლა. არ გვინდა, ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღოთ. საბოლოოდ გვინდა, ყველა მასწავლებელი ჩავრთოთ ამ პროცესში, მოვისმინოთ მათი მოსაზრება და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება მათი ინტერესებიდან გამომდინარე. საბოლოოდ, იმ სწორ სახელფასო პოლიტიკას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც, უპირველესად, მასწავლებელთა ინტერესებში შედის და რომელმაც ხარისხიანი განათლების ამაღლებაზე წვდომა უნდა მოიტანოს. ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ – ჩვენი სახელფასო პოლიტიკის ჯამური ბიუჯეტი იზრდება. იმ რამდენიმე ვერსიიდან გამომდინარე, რომელზეც სამინისტროში ახლა ვმსჯელობთ, სრული დატვირთვის პირობებში, თითოეულ მასწავლებელს მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება ხელფასი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

  • No Comments
  • ნოემბერი 14, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *