19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
,,პატარა მეგობარო, არასოდეს დაგვავიწყდები”
By

,,პატარა მეგობარო, არასოდეს დაგვავიწყდები”

ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ განსაკუთრებულობის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყო. ამ ცუგრიას სახელზე ფეისბუქგვერდიც კი შეიქმნა – . სწორედ ეს გვერდი ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას, რომ ჩვენი ერთგული მეგობარი დაიღუპა.
„ლეგენდარულმა კუპატამ, თითქმის 10 წლის შემდეგ, დაგვტოვა. .
ჩვენი პატარა მეგობარი სამყარომ ერთი ვიდეოს დამსახურებით გაიცნო და მაშინვე ყველას თავი შეაყვარა, ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული კი ბევრად ადრე დაიწყო.
ალბათ, უკვე ყველამ იცით, რომ კუპატას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელსაც დიდხანს ვებრძოდით. . . გუშინ, მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაგვემშვიდობა.
მადლობა თქვენ, კუპატას ერთგულ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, სიყვარულისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.
კუპატამ დიდი სიყვარული და ბევრი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა.
პატარა მეგობარო, არასოდეს დაგვავიწყდები“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 19, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *