ოფიციალური ვიზიტით – თურქეთის რესპუბლიკაში
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მან შეხვედრა გამართა სტამბოლის ათათურქის კულტურის ცენტრის გენერალურ სამხატვრო ხელმძღვანელ რემზი ბუჰალართან.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე, თურქეთში კულტურის დღეების, გამოფენების მოწყობის შესაძლებლობებზე, მომავალ წელს სტამბოლის ათათურქის კულტურის ცენტრში ქართული კლასიკური მუსიკის გალა კონცერტის გამართვის ორგანიზების საკითხზე იმსჯელეს.
შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზი დაათვალიერეს, გაეცნენ არსებულ ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ აღჭურვილობას და სამხატვრო სივრცეებს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ოსმან მჟავანაძე და სტამბოლის ათათურქის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები.
გალერეა



