
By
ოდესაში დრონი 9-სართულიან კორპუსს მოხვდა, არიან დაშავებულები
რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 9 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაშველებმა 50 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
„საჰაერო თავდაცვის აქტიური მუშაობის მიუხედავად, ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კერძოდ, საცხოვრებელ შენობებს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა უფლებამოსილი სამსახური მუშაობს“, – განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.