19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
By

ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, მას 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ დასწრებია, ვინაიდან ის მოსამართლე ზვიად შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია. მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, შედეგად მას ბრალდება წაუყენეს.

 

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *