By
ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოითქვა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს – MASHAV-ის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი და სამინისტროს პოლიტიკისა დაგეგმვისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო კეკელიძე.