მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
By

მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში პეტრა პონევაჩ-პანასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა ისაუბრეს ორი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე.

ელისო ბოლქვაძემ დიპლომატს, უნგრეთში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზების საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ცნობისთვის, 2026 წელს, უნგრეთში დაგეგმილია, საერთაშორისო ფესტივალში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მონაწილეობა, ასევე, განიხილება ბათუმის დრამატული თეატრის შემოქმედებითი დასის გასვლითი ტურნე.

უნგრეთის ელჩმა თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი კულტურული ღონისძიებები კიდევ უფრო აძლიერებს ერებს შორის კავშირს.

შეხვედრას  კულტურის მინისტრის მოადგილეები ბადრი ნაკაშიძე, ირმა აბულაძე და ზაურ ახვლედიანი, ასევე, უნგრეთის საპატიო კონსული ბათუმში დემურ დიასამიძე ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *