„მსურველთა კოალიცია“: უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს
By

„მსურველთა კოალიცია“: უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულების მცდელობების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომ უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს.

„კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა სრულად უნდა მოიცავდეს უკრაინას, შეესაბამებოდეს გაეროს წესდების პრინციპებს და უზრუნველყოფდეს [უკრაინის] გრძელვადიან უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა სამშაბათს, ვირტუალურ რეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

კოალიცია მიესალმება, რომ ევროპისა და ნატოს ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ცალ-ცალკე განიხილება, ევროპელი პარტნიორებისა და ნატოს მოკავშირეების სრული ჩართულობით და ეთანხმება უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით.

კოალიციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობა უნდა უზრუნველყოს „უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიებმა“.

ცნობისთვის, ვირტუალურ შეხვედრაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *