19 C ბათუმი
Tuesday 8th July 2025
მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
By

მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებული მოვიდა დიდაჭარაში, დაასვენა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, იქადაგა და მოაქცივნა ადგილობრივები, ააგო ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის ტაძარი და აკურთხა სამღვდელოება.

ოსმალთა ბატონობის წლებში, მრავალი მართლმადიდებლური ტაძრის მსგავსად, დიდაჭარაშიც შეწყდა ზარების რეკვა. დრომ ტაძრის კედლებიც იავარქმნა. წარსული დიდების აღდგენისა და მართლმადიდებლური მრწამსის დაბრუნების ნიშნად, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპ მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით, დაწესდა საღვთო დღესასწაული „დიდაჭარობა“, რომელიც საქართველოში წმინდა ანდრიას შემობრძანების დღეს – 12 მაისს აღინიშნება. ბოლო წლებში დღესასწაულს ეპარქიის მღვდელმთავარი, მღვდელმსახურები და მრევლი დიდაჭარაში, თარანგელოს გორზე, წირვა-ლოცვით აღნიშნავენ. ტერიტორიამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, მოწესრიგდა და ყველა სახის ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია. მანამდე მაღალი გამავლობის ტრანსპორტსაც უჭირდა მისვლა.

დაწყებულია მოძრაობა, რომ ისტორიულ ადგილზე ტაძარი ისევ აშენდეს. სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით, თარანგელოს გორზე ტაძრის აგებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორია იწმინდება ნარჩენებისგან. სამუშაოებში ჩართულია მეუფე სპირიდონიც.

– ნათქვამია, წყლის ნაგუბარში წყალი ჩადგებაო. ამ შეგონების კვალდაკვალ, უფლის ნებითა და მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ადგილზე ტაძარი აშენდება, – გვითხრა დეკანოზმა პეტრემ (შანიძე).

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ივლისი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *