მირიან აბაშიძე-41
ბატონო მირიან, იმ ადამიანების რიგებში ხართ, რომლებიც კვალიფიციური განათლების მიღების შემდეგ, მშობლიურ კუთხეს უბრუნდებიან, შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. უნარიანმა, მებრძოლი სულის ახალგაზრდამ მალე კარგი ავტორიტეტი მოიპოვეთ, ნიგაზეულელ ახალგაზრდებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეთ.
მიზანსწრაფვა და უნარი მალე შეგიფასეს შუახევის თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა. 18 წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე იმუშავეთ. ყველა გემადლიერებოდათ შუახევის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს. საქმისთვის არ გიღალატიათ შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე 5 წლის განმავლობაში მუშაობისას.
ნიგაზეულელი აბაშიძეების გვარის ღირსეულ წარმომადგენელს, ოჯახიც სანიმუშო გაქვთ – გვერდით გიდგანან ერთგული მეუღლე მეგი კონცელიძე და მისიყვარულე ქალიშვილი მარიამი.
6 თებერვალი თქვენი დაბადების დღეა. გილოცავთ, წარმატებებს, შემოქმედებით საქმიანობას გისურვებთ ცხოვრების დიდ გზაზე!
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები