19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
მინისტრი ხულოში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
By

მინისტრი ხულოში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხულოში კულტურული ცხოვრების გააქტიურების გზებზე, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების, ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს ხულოს კულტურის ცენტრი და დაესწრნენ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „არგინეთის“ რეპეტიციას. ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართა საჩვენებელი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ხულოს უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „ბერმუხა“, ბავშვთა ვოკალური ანსამბლი „ციცინათელა“, ეთნო-ფოლკლორული ანსამბლი „ხელგაშლილა“ და ფოლკლორული ანსამბლი „ხულო“.

სამუშაო შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, კულტურის მინისტრის მოადგილეები ლადო მგალობლიშვილი, ბადრი ნაკაშიძე, ირმა აბულაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თამაზ მგზავრიძე

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *