By
მინისტრი სლოვაკეთის საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
ამ დღეებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, სლოვაკური საინვესტიციო კომპანიის AZC Group-ის კვლევებისა და განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს ნარჩენთა ნაკადების გამოყენების შესაძლებლობები, მანდარინის კონცენტრატისა და ხილის გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი მეორადი პროდუქტების კომერციული პოტენციალი, ასევე ისაუბრეს ბიოგაზის წარმოებასა და ენერგოეფექტიანობის გაზრდაზე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,იბერია ორბი ციტრუსის’’ საწარმოს განვითარების სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების სეზონის გახანგრძლივებას სხვადასხვა სახეობის ხილის გადამუშავების გზით, ასევე, წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების ეფექტიან გამოყენებას.