
მინისტრების წარდგენა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარადგინა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ედნარ ნატარიძე უხელმძღვანელებს, რომელიც 2018 წლიდან ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ედნარ ნატარიძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ჯაბა ფუტკარაძე ჩაანაცვლა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად თამაზაშვილმა დენის სალუქვაძე წარადგინა. მას გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. დენის სალუქვაძე 2023 წლიდან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატს ხელმძღვანელობდა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე მან ზაზა შავაძე შეცვალა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყოფილ მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
გალერეა

