19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
მემორანდუმი გაფორმდა
By

მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის კულტურის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს კვლევითი საგანმანათლებლო ღონისძიებების, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობების ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების ჩართულობასა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობას.
შეხვედრის ფარგლებში, საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ და რექტორის მრჩეველმა შოთა კაკაბაძემ აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძეს საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურა და მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *