19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
მასწავლებელთა მეცხრე საჯარო კონფერენცია
By

მასწავლებელთა მეცხრე საჯარო კონფერენცია

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი მურვანიძესთან ერთად, მე-16 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა მეცხრე საქალაქო კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციის მიზანი პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, სასწავლო პრაქტიკაში ინოვაციური მეთოდების დანერგვა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება იყო.

კონფერენციას, რომელზეც 74 მოხსენება იყო წარმოდგენილი, 200-ზე მეტი პედაგოგი დაესწრო.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *