By
მარკო რუბიო სამძიმრის წერილს აქვეყნებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ. დაე, მშვიდად განისვენოს“, – ნათქვამია განცხადებაში.