19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
მამუკა მდინარაძე: დღეს უკვე გამოჩნდა, რომ „ად­გი­ლობ­რი­ვი ომის პარ­ტია“ სწო­რა­დ და­ვარ­ქვით „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და შე­სა­ბა­მის კლას­ტერს
By

მამუკა მდინარაძე: დღეს უკვე გამოჩნდა, რომ „ად­გი­ლობ­რი­ვი ომის პარ­ტია“ სწო­რა­დ და­ვარ­ქვით „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და შე­სა­ბა­მის კლას­ტერს

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და: „ტრამ­პის მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა იყო ომის დას­რუ­ლე­ბა და „დიფ სტე­ი­ტის“ და­მარ­ცხე­ბა. ჩვენ რომ გვა­მუ­ნა­თებ­დნენ და სა­სა­ცი­ლოდ არ ჰყოფ­ნი­დათ „გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“, ზო­გი­ერ­თებ­მა ჩვენ­ზე, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­ზე კარ­გად იცი­ან, სად რა ხდე­ბა. ეს საღ­ლი­ცი­ნო თე­მად გა­ხა­დეს, არადა, ამა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ მას­კი, ტრამ­პის მო­მა­ვალ კა­ბი­ნეტ­ში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯეფ­რი საქ­სი, ექ­სპერ­ტე­ბი, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი – უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­მა­ვა­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ, ერთ შემ­თხვე­ვა­ში „დე­მოკ­რა­ტებს“, სხვა­დას­ხვა ძა­ლებს უწო­დეს „ომის პარ­ტია“. ჩვენ სი­ტყვა გლო­ბა­ლურს ვა­მა­ტებ­დით, რომ გა­ე­გო ყვე­ლას, ქვეყ­ნის გა­რეთ ძა­ლებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით. დღეს უკვე გამოჩნდა, რომ „ად­გი­ლობ­რი­ვი ომის პარ­ტია“ სწო­რა­დ და­ვარ­ქვით „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და შე­სა­ბა­მის კლას­ტერს“.

მდი­ნა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით: „თუ ტრამ­პი მო­ა­ხერ­ხებს და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მო­ა­ხერ­ხებს თა­ვი­სი და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, და­ა­მარ­ცხებს „დიფ სტე­იტს“, რაც ნიშ­ნავს ამე­რი­კულ ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში არა­ფორ­მა­ლურ გავ­ლე­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს გავ­ლე­ნე­ბი ხომ ვი­ღა­ცას ეკუთ­ვნის – ზოგი კლინ­ტონს ასა­ხე­ლებს, ზოგი სამ­ხედ­რო ინ­დუსტრი­ას – და­ვა­ნე­ბოთ ამა­ზე ლა­პა­რაკს თავი, ვუფრ­თხილ­დე­ბით, წი­თელ ხა­ზებს. . . ამ აქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნე­ბი თუ შე­სუს­ტდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ზე­წო­ლაც სა­ქარ­თვე­ლო­ზე შე­სუს­ტდე­ბა. ე.წ. ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია – ამ დიდი ძალების აგენ­ტე­ბი და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი არი­ან. დღეს, უკვე თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ ბრძო­ლა­ში მარ­ტო არ ვართ. რო­გორც მი­ნი­მუმ, რა­ღაც გავ­ლე­ნე­ბი „დიფ სტე­ი­ტში“ ამ ომის პარ­ტი­ის, გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლე­ბის, რომ­ლებ­საც გავ­ლე­ნე­ბი აქვთ ამე­რი­კულ ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში, უნდა შე­სუს­ტდეს. თუ ეს და­ნა­პი­რე­ბი შეს­რულ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ცი­ლე­ბით უკეთ გვექ­ნე­ბა საქ­მე, იმი­ტომ, რომ წნე­ხი მო­იხ­სნე­ბა თუ სა­ერ­თოდ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა? და წნე­ხი აღარ იქ­ნე­ბა სა­ერ­თოდ. . . მაგ­რამ, თუ ეს ასე არ მოხ­და და სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა. . . თუმ­ცა, გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძოლას. . . ალბათ, მეტი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის ატა­ნა მოგ­ვი­წევს, მაგ­რამ მა­ინც მყა­რად ვიდ­გე­ბით“.

  • No Comments
  • დეკემბერი 26, 2024

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *