By
მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კონფერენციის ფარგლებში მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში.
მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენცია დღეს იხსნება და 15 თებერვალს დასრულდება.