მაკა ბოჭორიშვილი – ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად
By

მაკა ბოჭორიშვილი – ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხის განხილვებისა და ურთიერთობების გაძლიერებისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით.

„ჩინეთში ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. შანხაიში გაიმართება გამოფენა, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას როგორც საპატიო სტუმარი. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად. ამ გამოფენის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხის განხილვისა და ურთიერთობების გაძლიერებისთვის. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად“, -აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *