მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს გენერალურ მდივანთან გვაქვს რეგულარული დიალოგი
By

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს გენერალურ მდივანთან გვაქვს რეგულარული დიალოგი

ეუთოს გენერალურ მდივანთან გვაქვს რეგულარული დიალოგი და შეხვედრები. საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ფორმატში თანამშრომლობა, სადაც საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ეუთოს როლი აღნიშნულ პროცესებში.

„ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს წუხილს ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეუთო ჩართულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. შეხვედრისას განვიხილეთ ქვეყნის უსაფრთხოებასთან, სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე, ეუთოს როლი ამ პროცესში, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • No Comments
  • დეკემბერი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *