19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე
By

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციის შეჯამებისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ.

„ამ მნიშვნელოვან ფორუმში მსოფლიოს ბევრმა ქვეყნამ მიიღო მონაწილეობა. მნიშნელოვანი იყო, რომ აქ სათანადოდ გაჟღერებულიყო საქართველოს გზავნილი და აქცენტები. ჩვენთვის მნიშნელოვანია ის ეკონომიკური განვითარება, რაც ეფუძნება რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაატარა, რასაც შედეგები მოაქვს და მნიშნელოვანია, სწორედ ამაზე გაკეთდეს აქცენტი. მქონდა შესაძლებლობა, არაერთი ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრა გამემართა ჩემს კოლეგებთან, გვემსჯელა ჩვენთვის მნიშნელოვან საკითხებზე, გვესაუბრა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა და ამ კონტექსტში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან როგორც ურთიერთობა, ასევე პარტნიორობა. ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს რეზოლუციას ჰქონდა გაეროს ფარგლებში და ამ მხარდაჭერას სჭირდება თანამშრომლობის გაგრძელება მის მხარდამჭერებსა და პარტნიორებთან. ეს იყო ერთ-ერთ მთავარი საკითხი, რომელსაც განვიხილავდით შეხვედრებზე, ასევე, ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური პარტნიორობა თუ პოლიტიკური თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, საქართველო მომავალ წელს გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს უმასპინძლებს.

 

  • No Comments
  • ივლისი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *