ლავროვის ულტიმატუმი საქართველოს: პოლიტიკური დიალოგი მხოლოდ რუსეთის პირობებით
By

ლავროვის ულტიმატუმი საქართველოს: პოლიტიკური დიალოგი მხოლოდ რუსეთის პირობებით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც  ის ამბობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის  განახლების არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

„თბილისი კვლავ ინარჩუნებს სააკაშვილის რეჟიმის პოზიციას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელება დაკავშირებულია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან. ეს მოთხოვნა საზიანოა თავად საქართველოსთვის და არარეალისტურია. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ ყველაფრით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული“, –  ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლავროვის აღნიშნულმა განცხადებამ დიდი გაღიზიანება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. „ლავროვს უნდა, რომ საქართველო დაეთანხმოს რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას  და ანექსიას, უარი თქვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პოზიციაზე და ამ ფორმით აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები“, – აცხადებენ მოქალაქეები და დასძენენ, რომ ეს არის „პოლიტიკური ზეწოლა, პასუხისმგებლობის გადაწევა  და მცდელობა – თბილისი აიძულონ დათმობაზე წავიდეს იქ, სადაც დათმობა შეუძლებელია“.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • დეკემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *