19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მე-5 ფაზის სამუშაოები დაიწყო
By

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მე-5 ფაზის სამუშაოები დაიწყო

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მე-5 ფაზის სამუშაოები, რომელიც ამ ეტაპზე ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს, დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ შესაბამისი სამსახურების წამომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 5000 კუბური მეტრი ტევადობის სამარაგე რეზერვუარი ქალაქის ცენტრალური ნაწილისა და შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებას გააუმჯობესებს. ხელშეკრულების ფარგლებში, წყალარინების „ა“ სატუმბი სადგურის მშენებლობაც იგეგმება.
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მე-5 ფაზის სამუშაოები, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (kfw) მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 12 მილიონი ევროა და ხელშეკრულების თანახმად იგი 18 თვეში უნდა დასრულდეს.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *