19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოხსენება მოისმინეს
By

კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოხსენება მოისმინეს

 

უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის წევრებმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოხსენება მოისმინეს. ჯაბა ფუტკარაძემ სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

მინისტრის განცხადებით, 2026 წლის რესუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 2025 წელთან შედარებით, 91 680 000 ლარით იზრდება და პირველად, ჩვენი რეგიონის ისტორიაში, მილიარდიან ნიშნულს მიაღწევს. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 152,0 მლნ ლარით დაფინანსდება, ხოლო მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარებაზე, 41,7 მილიონი ლარი დაიხარჯება.

2026 წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 65 მილიონი, ტურიზმის ხელშეწყობისთვის კი 21 227 400 ლარია გათვალისწინებული. გოდერძის საბაგიროს მშენებლობა – 300 000 ლარით, ხოლო ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია – 5 400 000 ლარით დაფინანსდება.

მინისტრის ცნობით, გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც 6 091 000 ლარია გათვალისწინებული. დაგეგმილია 40 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 45-ის რეაბილიტაცია. ჯანდაცვის პროგრამები 44 199 960 ლარით, სოციალური დაცვის მიმართულება კი 29 395 445 ლარით დაფინანსდება. 170 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრისით დაკმაყოფილდება.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 2026 წელს დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ამ მიზნით 38 661 607 ლარი დაიხარჯება და შეუფერხებლად გაგრძელდება ფერმერებისა და ფერმერული მეურნეობების ხელშემწყობი ყველა პროგრამა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *