19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
,,კოალიცია ცვლილებისთვის“ ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარს აცხადებს
By

,,კოალიცია ცვლილებისთვის“ ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარს აცხადებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ მიზეზს, თუ რატომ განაცხადეს უარი ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე.

მათი თქმით, ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.

„გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ ეუთოს გენერალურ მდივანთან, ბატონ ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუსთან შეხვედრაზე ჩვენი უარის მიზეზი.

დღეს საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით – კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული. აღნიშნულ ვითარებაში ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხირდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც, ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.

სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვის და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმორებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ეუთოს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელარუსისა და რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • No Comments
  • აპრილი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *