19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
კაფე-ბარების მეპატრონეებს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ
By

კაფე-ბარების მეპატრონეებს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ

ხატია იაშვილი: 555 184 888 –

ღია კაფებარების გახსნა 1 ივნისიდან იგეგმება, თუმცა არ არის გამორიცხული, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, თარიღი შეიცვალოს.
ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციათა პაკეტს ამზადებს, რომლითაც კვების ობიექტები ისარგებლებენ. სავარაუდოდ, კაფე-ბარებისა და რესტორნების მეპატრონეებს სივრცეების სწორად გადანაწილება მოუწევთ. წინასწარი ინფორმაციით, მაგიდებს შორის დისტანცია ორი მეტრი უნდა იყოს, ერთ მაგიდასთან კი არ უნდა იჯდეს 6 ადამიანზე მეტი.
შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული დანართიდან ძირითადი რეკომენდაციები გასტრონომიული კვების დაწესებულებისთვის ასე გამოიყურება:

  • უზრუნველყავით მაგიდის წინასწარ დაჯავშნა;
  • უზრუნველყავით თანამშრომელთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;
  • უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
  • დაიცავით თანამშრომელთა მითითებები;
  • მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია;
  • მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებლისა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • ბართან, მომხმარებლები, პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით უზრუნველყავით ინდივიდუალურად;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია დროებითი დამცავი ბარიერის გამოყენება;
  • გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;
  • გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ, ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;

• თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ განცხადებები კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

  • No Comments
  • მაისი 19, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *