
კაპრეშუმის საცალფეხო ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ ორთაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
სოფელ კაპრეშუმში საცალფეხო ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ხოლო ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანია.
ხელვაჩაურის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა დიასამიძესთან ერთად ხიდი დაათვალიერეს საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.
მუნიციპალიტეტი მომავალშიც განაგრძობს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და სოფლების განვითარებას შეუწყობს ხელს.
გალერეა


