19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
კაია კალასმა ჩინეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში
By

კაია კალასმა ჩინეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ჩინეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი მატერიალური დახმარება, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მხარი დაუჭიროს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში, – ინფორმაციას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კალასმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ბრიუსელში ევროკავშირ-ჩინეთის სტრატეგიული დიალოგის მე-13 შეხვედრა გამართეს.

„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სერიოზულ საფრთხეს, რომელსაც ევროპის უსაფრთხოებას რუსეთის უკანონო ომის მიმართ ჩინური კომპანიების მხარდაჭერა უქმნის. მან მოუწოდა ჩინეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი მატერიალური მხარდაჭერა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მოუწოდა ჩინეთს, მხარი დაუჭიროს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში, რომელიც დაფუძნებული იქნება გაეროს ქარტიის სრულ პატივისცემაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, კაია კალასმა ჩინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ჩინეთმა უნდა დაასრულოს იშვიათი ლითონების ექსპორტზე შეზღუდვები, რაც მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ევროპულ კომპანიებს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების სანდოობას.

„უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური ურთიერთობების ხელახლა დაბალანსების, თანაბარი პირობების შექმნისა და ბაზარზე წვდომის ორმხრივობის გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. მან ასევე მოუწოდა ჩინეთს, დაასრულოს თავისი დამახინჯებული პრაქტიკა, მათ შორის იშვიათი ლითონების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, რაც მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ევროპულ კომპანიებს და საფრთხეს უქმნის გლობალური მიწოდების ჯაჭვების სანდოობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *