კაია კალასი – აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს – მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
By

კაია კალასი – აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს – მათ ევროკავშირი არ მოსწონთ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროპის გაყოფა სურს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროპის გაყოფა სურს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს: აშშ-მა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ევროპის გაყოფა სურს. მათ არ მოსწონთ ევროკავშირი“, – ამბობს კაია კალასი და დასძენს, რომ ვაშინგტონის მიდგომა იმეორებს ევროკავშირის მოწინააღმდეგეების ტაქტიკას.

მისი თქმით, ბლოკის ქვეყნები უნდა ეცადონ არა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივ ურთიერთობას, არამედ უნდა გააერთიანონ ძალები და დაიკავონ ერთიანი პოზიცია.

„ჩვენი პასუხი არ უნდა იყოს – „ოჰ, მოდით, (ტრამპთან) ორმხრივად ვიმუშაოთ“, არამედ: „მოდით, ერთად ვიმუშაოთ მათთან“. მათ არ მოსწონთ ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად ყოფნისას თანაბარი ძალები ვართ“, – აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ევროკავშირი იძულებულია, შეიძინოს იარაღი აშშ-სგან, რადგან მას არ აქვს აქტივები და შესაძლებლობები.

„ჩვენ ამერიკისგან უნდა ვიყიდოთ, რადგან არ გვაქვს საჭირო აქტივები, შესაძლებლობები. ამავდროულად, ჩვენ ასევე გვჭირდება ინვესტიციების ჩადება საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიაში“, – აღნიშნა კალასმა.

 

  • No Comments
  • მარტი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *