19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ისრაელი ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდა
By

ისრაელი ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდა

„ჩემს წარმომადგენლებს ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ ისრაელელებთან ღაზას სექტორთან დაკავშირებით. ისრაელი დათანხმდა ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების დასასრულებლად აუცილებელ პირობებს, რომლის განმავლობაშიც ჩვენ ყველა მხარესთან ვიმუშავებთ ომის დასასრულებლად“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, საბოლოო წინადადებას კატარელი და ეგვიპტელი შუამავლები წარმოადგენენ.

„კატარელები და ეგვიპტელები, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. იმედი მაქვს, ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება – ის მხოლოდ გაუარესდება. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“, – აცხადებს ტრამპი.

 

  • No Comments
  • ივლისი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *