By
ისრაელის თავდაცვის ძალები – თეირანში რაკეტების საწყობებსა და გაშვების ადგილებს დავარტყით
ისრაელის მიერ თეირანზე ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად რაკეტების შესანახი და გაშვების ადგილები განადგურდა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთ მიწისქვეშა ობიექტს, რომელზედაც დარტყმა განხორციელდა, ირანი ბალისტიკური რაკეტების შესანახად იყენებდა. მათივე ინფორმაციით, ასევე დაბომბეს საჰაერო თავდაცვის რაკეტების რამდენიმე სხვა საწყობი და ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები.