19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
„ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მოგვმართა სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ“
By

„ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მოგვმართა სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ“

გუშინ საქართველოში ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის მიერ, ირანის საელჩოს სოლიდარობის ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე და განაცხადა, რომ ეს „მორალურად არასწორია“.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას: „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

  • No Comments
  • ივლისი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *